სიონი ლიდერებს მიუახლოვდა
სიონი ლიდერებს მიუახლოვდა
სიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გორის დილა დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიიუმჯობესა.
 
ბოლნისის სტადიონ თამაზ სტეფანიაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანაგარიში მე-18 წუთზე გახსნეს: ანზორ სუხიაშვილის გადაცემით კარის წინ მარტო დარჩენილმა დათო კირკიტაძემ ისარგებლა – 1:0.
გორელებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს, სიონის მცველის შეცდომით აღადგინეს, გოლის ავტორი ალვინ ფორტესი გახდა – 1:1.
მეორე ტაიმში გორელებმა სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს და ამისთვის დაისაჯნენ: 72-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ვილი ისიანმა გაიტანა და სიონმა 2:1 მოიგო.
ბოლნისელებმა ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით 17 ქულა დააგროვეს, მეხუთე ადგილზე დაწინაურდნენ და ლიდერებს მიუახლოვდნენ, დილა კი 14 ქულით ისევ მეშვიდეზეა.