„სიონი“ კორიფაძის დუბლით გალიდერდა, „გაგრა“ კონკურენტს ჩამორჩა [ვიდეო] #1TVSPORT
„სიონი“ კორიფაძის დუბლით გალიდერდა, „გაგრა“ კონკურენტს ჩამორჩა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა2-ში მეხუთე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრა მოიგო და კონკურენტს გადაასწრო.

რუსთავი – გაგრა 0:0

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ლიდერთა ჯგუფის წარმოამდგენელი „გაგრა“ სატურნირო ცხრილის ბოლოსკენ მყოფ „რუსთავს“ ესტუმრა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. „გაგრამ“, რომელიც საწყის ტურებში ლიდერობდა, მეტოქეს ვერ გაუტანა და დაწინაურება ვერ მოახერხა.

სიონი – გარეჯი 2:0

გოლები: 1:0 გიორგი კორიფაძე (19. პენალტი), 2:0 გიორგი კორიფაძე (75. პენალტი).

გათამაშების ლიდერმა, ბოლნისის „სიონმა“ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. მეტოქეს ბოლნისელებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე – პენალტიდან. მე-19 წუთზე, საგარეჯოელთა მეკარე ბოგდან ბერზკროვნისთან პირისპირ ჯაბა უგულავა დარჩა, რომელიც მეკარემ მოცელა და სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ ზუსტად შეასრულა და გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე, თორნიკე გორგიაშვილის გადაცემის შემდეგ „გარეჯის“ მცველმა ხელით ითამაშა და სტუმართა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ კორიფაძემ შეასრულა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

სატურნრიო ცხრილში ბოლნისის „სიონი“ დაწინაურდა, მეორე ადგილზე მარტვილის „მერანია“, ხოლო „გაგრა“ მხოლოდ მესამე პოზიციაზეა. ბოლო ადგილზე კი თბილისის „შევარდენია“, რომელსაც ჯერ მხოლოდ ერთი ქულა გააჩნია.

კლუბი თ ქ

1. სიონი 5 15

2. მერანი მრ 5 12

3. გაგრა 5 10

4. დინამო ზგ 5 9

5. ვიტ ჯორჯია 5 6

6. მერანი თბ 5 5

7. რუსთავი 5 4

8. გარეჯი 5 4

9. ჩიხურა 5 4

10. შევარდენი 5 1