„სიონი“ ხუთეულმა დატოვა - გუნდმა მზადება დაიწყო #1TVSPORT
„სიონი“ ხუთეულმა დატოვა - გუნდმა მზადება დაიწყო #1TVSPORT

სიონმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით, ბოლნისელები სამწვრთნელო პროცესს თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში გადიან.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სიონი“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა – ბოლნისელებს დაემშვიდობნენ და ახალ გუნდებში ვიხილავთ გურამ ადამაძეს, ორხან ალიევს, ლაშა ქოჩლაძეს, გიორგი ივანიაძეს და გიორგი ჩელებაძეს.

მოსამზადებელ ეტაპზე დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური მატჩი – ამის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გააკეთა.

„ვარჯიში 4 იანვარს დავიწყეთ. ბირთვი შენარჩუნებულია. იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შარშანდელ სეზონში ყველაფერი ჩადეს გამარჯვებისთვის, შრომა დავუფასეთ და გუნდში დავტოვეთ. რა თქმა უნდა, მოდიან ახალი ფეხბურთელებიც. გვექნება ამხანაგური მატჩები, რომლებსაც 18, 20, 22, 27 და 30 იანვარს გავმართავთ“, – ამბობს გიორგი დარასელია.