„სიონი“ „გაგრას“ დაეწია - ორი „მერანის“ მატჩი მოულოდნელად დასრულდა #1TVSPORT
„სიონი“ „გაგრას“ დაეწია - ორი „მერანის“ მატჩი მოულოდნელად დასრულდა #1TVSPORT

5 ივლის, ეროვნული ლიგის 2-ის, მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა – ძირითადად, მატჩები მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა, მაგრამ იყო სიურპრიზები. მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა უგოლოდ – „ვიტ ჯორჯია“ ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში თბილისის „შევარდენი 1906“-ს შეხვდა და ქულები გაიყო – 0:0.

სიონი – დინამო ზგ 2:1

სიონმა“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა – ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი დარასელიამ „სიონი“ განახლებული შემადგენლობით ათამაშა. პირველი ნახევარი დასრულდა 0:0, მეორე ნახევარში მეტოქის კარი თომა ტაბატაძემ (52) და ლუკა ხორხელმა (65) აიღეს, ხოლო ზუგდიდელებიდან პრესტიჟის გოლი ბექა მახარაძემ 86-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

გარეჯი – რუსთავი 3:0

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯმა“ „რუსთავს“ შანსი არ დაუტოვა. მთავარი მოქმედი ფიგურა მასპინძელთა თავდამხსმელი გიორგი ხარებაშვილი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (20, 29, 50).

მერანი მრ – მერანი თბ 1:3

ტურის ყველაზე მოულოდნელი შედეგი „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ დაფიქსირდა, სადაც ორი „მერანის“ შეხვედრას მარტვილელებმა უმასპინძლეს და მერაბ მდივნიშვილის გაწვრთნილებთან დამარცხდნენ. სტუმრები ლუკა თოლორდავამ (17) და ნიკა ჩაგუნავამ (54) დააწინაურეს. მართალია, მარტვილელთა თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამ (60) სხვაობა შეამცირა, მაგრამ თბილისელთა შემტევმა ვანო შენგელიძემ (65) კიდევ ერთხელ გაიტანა და თბილისის „მერანმა“ 3:1 მოიგო.

ტურის პირველი შეხვედრა პირველ ივლისს ივანწმინდაში გაიმართა, სადაც საჩხერეს „ჩიხურას“ გათამაშების ლიდერმა „გაგრამ“ 0:4 სძლია. მატჩის ადრე გამართვის მიზეზი „გაგრას“ კონფერენც ლიგაზე მონაწილეობა იყო. „სიონი“ მოგებით „გაგრას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მონაცემებით საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ ლიდერობს.

ეროვნული ლიგა 2

1. გაგრა 20 46

2. სიონი 20 46

3. მერანი მრ 20 34

4. გარეჯი 20 32

5. მერანი თბ 20 27

6. შევარდენი 20 26

7. ჯორჯია 20 24

8. დინამო 20 22

9. რუსთავი 20 16

10. ჩიხურა 20 6

დატოვე კომენტარი