„სიონი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - გუნდი ორმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
„სიონი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - გუნდი ორმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

„სიონი“ 2025 წლის სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თქმით, სელექცია დაწყებულია და მიმდინარეობს ფეხბურთელებთან მოლაპარაკება, გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები იქნებიან.

„ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ამ ეტაპზე გუნდის დაკომპლექტებაზე ვმუშაობთ და ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნებიან, გვეყოლებიან როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მოთამაშეები. ვარჯიშს 20 იანვრიდან შევუდგებით და რამდენიმე ამხანაგირ შეხვედრას გავმართავთ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

„სიონთან“ კონტრაქტები დაუმთავრდათ და გუნდი დატოვეს 34 წლის ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ და 22 წლის ანდრია დევდარიანმა.