სიომინს ორ თვესაც არ აცდიან - კვირკველია ახალი მწვრთნელის მოლოდინშია
სიომინს ორ თვესაც არ აცდიან - კვირკველია ახალი მწვრთნელის მოლოდინშია

მოსკოვის „ლოკომოტივს“, სადაც საბა კვირკველია თამაშობს, დიდი ალბათობით, იური სიომინი აღარ გაწვრთნის.

„72 წლის მწვრთნელთან მოსკოვის „ლოკომოტივმა“ არსებული ხელშეკრულება 31 მაისამდე გააფორმა. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული რუსეთის პრემიერლიგის სეზონი, სავარაუდოდ, ივნისში ან ივლისში დასრულდება. თუმცა, მოსკოვის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელთან, იური სიომინთან ხელშეკრულების განახლებას ამ ორი თვითაც არ აპირებს“, – ინფორმაცია გამოცემა „სპორტ24″-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ სეზონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სიომინის გადაყენება შეუძლებელი გახდება, მისი გაშვების მოთავე კი „ლოკომოტივის“ ქართველი გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძეა: „გუნდის ხელმძღვანელს არ სურს იური სიომინთან თუნდაც ხანმოკლე ხელშეკრულების გაფორმება, რადგან დარჩენილ ნაწილში მისი თავკაცობით „ლოკომოტივი“ მეორე ადგილს თუ დაიკავებს, მაშინ გუნდიდან ვეღარ გაუშვებენ”.

გავრცელებული ცნობებით, „ლოკომოტივის” გენერალურ დირექტორს, ვასილ კიკნაძეს სიომინის შემცვლელად სამი კანდიდატი ჰყავს.

იური სიომინის ხელშეწყობით, „ლოკომოტივში“ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა – ზაზა ჯანაშიამ, მალხაზ ასათიანმა, მათე ღვინიანიძემ, მიხეილ აშვეთიამ, დავით მუჯირმა, საბა კვირკველიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ.