სიომინმა კვარაცხელია შეაქო - 21-ე საუკუნეში დაბადებულებიდან რუსეთის პრემიერლიგაში პირველი გოლი ქართველმა გაიტანა
სიომინმა კვარაცხელია შეაქო - 21-ე საუკუნეში დაბადებულებიდან რუსეთის პრემიერლიგაში პირველი გოლი ქართველმა გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი 28-ე ტურში გაიტანა. 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფორმით შეცვლაზე ყაზანის „რუბინთან“ მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიას ინტერვიუ „ლოკომოტივის“ საკლუბო ტელევიზიამ ჩამოართვა, სადაც მან სადებიუტო გოლზე ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, გამარჯვებით და „ლოკომოტივში“ პირველი გოლით. ვეცდებით, დარჩენილი მატჩებიც ასევე გავაგრძელო. პირველი ანტონ მირანჩუკმა (რუსეთის ნაკრების მოთამაშე) მომილოცა, რომელიც ახლოს იყო, მერე კი საბა კვირკველიამ, რომელსაც ჩემი გოლი ძალიან გაუხარდა“, – ამბობს კვარაცხელია.

მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ 18 წლის ქართველი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლის გატანა მოახერხა.

ამის შესახებ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ილაპარაკა.

„ხვიჩას მიულოცეს ბიჭები და გულშემატკივრებმა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ. როდესაც მოთამაშე მოედანზე გადის და თავს არ ზოგავს, ეს გულშემატკივარს ყოველთვის მოსწონს. ყოჩაღ, რომ გაიტანა. საერთოდ, ქართველები მოსკოვის „ლოკომოტივს“ კარგად ერგებიან“, – განაცხადა სიომინმა.

დატოვე კომენტარი