სინიშა მიხაილოვიჩი მძიმედ არის ავად - მას ლეიკემია დაუდგინეს
სინიშა მიხაილოვიჩი მძიმედ არის ავად - მას ლეიკემია დაუდგინეს

სერია A-ში მოასპარეზე „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელს სინიშა მიხაილოვიჩს ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს.

როგორც იტალიური პრესა წერს, სერბი სპეციალისტი ლეიკემიით არის ავად. მიხაილოვიჩის თქმით, მან ჩაიტარა სტანდარტული ტესტები, რომლებმაც ერთგვარი ანომალია აღმოაჩინეს. შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ლეიკემია იყო.

„მე მძიმე ლეიკოზი მაქვს. მწვავე ფორმაა, მაგრამ ექვემდებარება მკურნალობას. ყველაზე რთული აღმოჩნდა ცოლის დარწმუნება, რომ ეს სიმართლეა. სამშაბათიდან დავიწყებ ბრძოლას“, – განაცხადა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე.

„ბოლონიას“ სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ აღნიშნა, რომ მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, მიხაილოვიჩი გააგრძელებს კლუბთან მუშაობას.

სერბმა „ბოლონია“ 2018-19 წლების მსვლელობისას ჩაიბარა და გუნდი გავარდნას გადაარჩინა.