სინის ნახევარკუნძულზე ავიაკატასტროფას საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შვიდი სამხედრო ემსხვერპლა
სინის ნახევარკუნძულზე ავიაკატასტროფას საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შვიდი სამხედრო ემსხვერპლა

სინის ნახევარკუნძულზე ავიაკატასტროფას საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შვიდი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო „ალ-იუმ ალ-საბიას“ ინფორმაციით, ნახევარკუნძული სამხრეთ ნაწილში მზვერავი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

სააგენტო წერს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად, დაღუპულია ხუთი ამერიკელი, ერთი ფრანგი და ერთი ჩეხი ჯარისკაცი.

წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

სინის ნახევარკუნძულზე 1982 წელს მრავალეროვნული ძალები განათავსეს, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებაზე ეგვიპტესა და ისრაელს შორის. საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში 11 ქვეყნის სამხედროები შედიან, მათ შორის, ამერიკელები.