სინგაპურში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლი ჰსიენმა გააკეთა.
„გარდიანის“ ცნობით, კარანტინის გახანგრძლივების მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა სახელდება.
სინგაპურში შეზღუდვები 7 აპრილს დაწესდა.
სინგაპურში „კოვიდ-19“-ის 9 125 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაიცვალა 11 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 801.