სინერმა და ალკარასმა 2025 წელს დანარჩენ მოთამაშეებზე 3-ჯერ მეტი გამოიმუშავეს #1TVSPORT
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციის ლიდერები – ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი 2025 წლის სეზონში სათავეში ჩაუდგნენ რეიტინგს გამომუშავებული თანხების რაოდენობით.
სინერმა ალკარასს 300 ათასი დოლარით გაუსწრო. ორი ლიდერის შემდეგ უახლოესი მდევარია გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც დაწინაურებულ დუეტზე სამჯერ ნაკლები გამოიმუშავა.
ATP-ის ლიდერები 2025 წელს გამომუშავებული საპრიზო თანხების როდენობით:
- იანიკ სინერი (იტალია) – 19 120 641
- კარლოს ალკარასი (ესპანეთო) – 18 803 427
- ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 6 060 174
- ტეილორ ფრიტცი (აშშ) – 5 474 728
- ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) – 5 262 350
- ალექს დე მინორი (ავსტრალია) – 5 241 711
7. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 5 140 175