სირიაზე ავიაიერიშის შემდეგ, ბაშარ ასადი „ტვიტერზე“ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ სამსახურში მიდის

10:55, 14.04.2018

სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სირიის პრეზიდენტი Twitter-ით ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ სამსახურში მიდის. ვიდეოს ახლავს კომენტარი – „სიმტკიცის დილა“

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.

მოკავშირეების სამიზნე ქიმიური იარაღის საწარმოები, საცავები და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო. სირიის მთავრობა ამტკიცებს, რომ რაკეტების ნაწილის განადგურება შეძლო.

მსგავსი