სიმონსის სამმაგი დუბლი „კლიპერსთან“ შინ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ რეგულარულ სეზონზე დღეს მე-17 მარცხი განიცადა. დოკ რივერსის გუნდი სტუმრად „ფილადელფიას“ ეწვია და 7 ქულის სხვაობით 110-103 დამარცხდა.

„სიქსერსს“ ბენ სიმონსმა ულიდერა. ავსტრალიელმა 26 ქულით, 12 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ასევე 26 ქულა დააგროვა ჯოელ ემბიდმა, მას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა. ტობაიას ჰარისმა 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სტუმართა შორის 30 ქულით ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი გამოდგა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ლენდრი შამეტმა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნაა.

ვაშინგტონი – ჩიკაგო 126-114

ნიუ ორლეანი – პორტლენდი 138-117

ოკლაჰომა – სან ანტონიო 106-114

ჰიუსტონი – ბოსტონი 116-105