სიმონე ინძაგის განცხადებით, იტალიის ნაკრების გაწვრთნას არ გეგმავს #1TVSPORT
საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ-ჰილალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ იტალიური ფეხბურთის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მან ასევე გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.
„იტალიელი ვარ. ძალიან განივცდი, რომ ჩემი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩემს ძმასაც აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიური ფეხბურთი დაბრუნდება.
რაც შეეხება ნაკრების გაწვრთნას, „ალ-ჰილალთან“ მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, – ამბობს ინძაგი.
მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ბოსნიასთან მარცხის შემდეგ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა.