სიმონე ინძაგი რომანიოლის „ლაციოში“ გადმოყვანას გეგმავს
სიმონე ინძაგი რომანიოლის „ლაციოში“ გადმოყვანას გეგმავს

„ლაციო“ უახლოეს სტრანსფერო პერიოდში ალესიო რომანიოლის შეძენას შეეცდება, – იუწყება Tuttosport.

გამოცემის ინფორმაციით, რომაელების მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი „მილანის“ 25 წლის მცველს ერთ-ერთ სატრანსფერო პრიორიტეტად მიიჩნევს.

როგორც Tuttosport წერს, რომანიოლი ბავშვობიდან „ლაციოს“ გულშემატკივარია და თავად ფეხბურთელს რომში თამაშის დიდი სურვილი ექნება.

რომანიოლის კონტრაქტი მილანელებთან 2022 წლამდეა ძალაში. ფეხბურთელი 45 მილიონ ევროდ არის შეფასებული.