სიმონე ინძაგი მილანის „ინტერთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და გუნდში 2028 წლამდე დარჩება #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta ავრცელებს.
მოქმედი კონტრაქტი იტალიის მოქმედ ჩემპიონსა და ინძაგის შორის 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო ახალი ხელშეკრულებით ის უკეთეს პირობებს მიიღებს.
ინძაგიმ „ინტერი“ 2021 წლის ივლისში ჩაიაბარა. მასთან ერთად „ნერაძურიმ“ გუნდმა ექვსი ტიტული მოიგო – სერია A ერთხელ, იტალიის სუპერ თასი – სამჯერ, ხოლო იტალიის თასი – ორჯერ.
2023 წელს „ინტერმა“ ინძაგის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.