სიმონე ინძაგი „ინტერს“ დატოვებს და სამწვრთნელო კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სიმონე ინძაგი „ინტერს“ დატოვებს და საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ ჰილალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიელი სპეციალისტი „ალ ჰილალთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
სიმონე ინძაგიმ „ინტერი“ 2021 წელს ჩაიბარა. მასთან ერთად გუნდმა 2024 წელს სერია A მოიგო, ხოლო 2022 და 2023 წლებში – იტალიის თასი. მილანურმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ასევე ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
ინძაგისა და „ალ ჰილალს“ შორის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაფორმდება.