სიმონა ჰალეპი ტოკიოს ოლიმპიადაზე რუმინეთის მედროშე იქნება
სიმონა ჰალეპი ტოკიოს ოლიმპიადაზე რუმინეთის მედროშე იქნება

უიმბლდონის ახალი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი რუმინეთის ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ამის შესახებ განაცხადა რუმინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მიხაი კოვალიუმ.

ჰალეპი უიმბლდონის პირველი ქალი ჩემპიონია რუმინეთიდან. მას არა ერთხელ უთქვამს, რომ აპირებს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას როგორც ერთეულებში, ასევე წყვილთა თანრიგში. 2020 წლის ზაფხულის თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰალეპი რუმინეთის უმაღლეს ჯილდოს – ვარსკვლავის ორდენს მიიღებს. ჩოგბურთელს პირადად რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დააჯილდოვებს.

„რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მიიღო გადაწყვეტილება – ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცეს ჩოგბურთელ სიმონა ჰალეპს უიმბლდონზე დიადი გამოსვლისთვის“, – წერია განცხადებაში.

უიმბლდონის ფინალში სიმონა ჰალეპმა 6:2, 6:2 გაანადგურა ამერიკელი სერენა უილიამსი და კარიერაში „დიდი სლემის“ მეორე ტურნირი მოიგო.