სიმონა ჰალეპი სეზონის განახლების შემდეგ პირველივე ტურნირში ითამაშებს
სიმონა ჰალეპი სეზონის განახლების შემდეგ პირველივე ტურნირში ითამაშებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი სეზონის განახლების შემდეგ, პირველივე ოფიციალურ ტურნირში თამაშს აპირებს – ეს იქნება WTA-ის ტურნირი იტალიის ქალაქ პალერმოში. ამის შესახებ ტურნირის დირექტორმა ოლივიერო პალმამ განაცხადა.

„ჰალეპი იქნება ტურნირის ბადეში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტიტულისთვის იბრძოლებს კიდევ ხუთი ჩოგბურთელი, რომლებიც რეიტინგის ტოპ-ოცეულში არიან, ასევე ოთხი გოგონა კლასიფიკაციის მესამე ათეულიდან“, – განაცხადა პალმამ.

პალერმოს ტურნირი 3-9 აგვისტოს გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარია. ორგანიზატორები ტრიბუნებზე მაყურებლების შეშვებას აპირებენ.