სიმონა ჰალეპი - ჩემი ცხოვრების საუკეთესო მატჩი ვითამაშე
სიმონა ჰალეპი - ჩემი ცხოვრების საუკეთესო მატჩი ვითამაშე

სერენა უილიამსის დამარცხების შემდეგ, სიმონა ჰალეპმა განაცხადა, რომ მატჩი ნერვების კარგად კონტროლის წყალობით მოიგო.

27 წლის ჰალეპმა 56 წუთში დაამარცხა მრისხანე მეტოქე (6-2, 6-2) და „დიდი სლემის“ ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო.

„ნერვებმა ამჯერად ჩემს სასარგებლოდ იმოქმედა და ამის გამო ვითამაშე ჩემი ცხოვრების საუკეთესი მატჩი. ემოციურად როცა ვარ, ყოველთვის კარგად ვთამაშობ. არ მიფიქრია, ვინ იდგა ჩემს მოპირდაპირე მხარეს, არადა ადრე ყოველთვის შიშს ვგრძნობდი, როცა სერენას წინააღმდეგ ვთამაშობდი“, – ამბობს ჰალეპი.