სიმონა ჰალეპი - ამერიკის ღია პირველობაზე გამგზავრების მეშინია
სიმონა ჰალეპი - ამერიკის ღია პირველობაზე გამგზავრების მეშინია

„დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონმა სიმონა ჰალეპმა თავისი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ღია პირველობასთან დაკავშირებით.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სერიოზულად მეშინია იქ გამგზავრების. მეშინია არა მხოლოდ პანდემიის, არამედ მოგზაურობის უსაფრთხოების, კარანტინის პირობებისა და ტურნირების ჩატარების წესების ცვლილების გამო.

ჩვენ სულ სხვა პირობებს ვართ მიჩვეული და ახალ რეალობაზე გადართვა ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით ჩვენი ორგანიზმისთვის. მესმის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურნირებისთვისა და მათი სპონსორებისთვის ხელსაყრელია სეზონის განახლება, თან ბევრი მოთამაშე უსაქმოდაა. მაგრამ მაინც, ეს არის თითოეულის პირადი საქმე, რადგან ყველა ჩვენთაგანი სხვადასხვა პირობებში იმყოფება და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რა იქნება უკეთესი მისთვის და მისი კარიერისთვის“, – განაცხადა ჰალეპმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საჩოგბურთო სეზონი 31 ივლისამდე ოფიციალურად არის შეწყვეტილი.