სიმონ ნოზაძე - პოზიციას არ შევიცვლი, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ
სიმონ ნოზაძე - პოზიციას არ შევიცვლი, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ

პოზიციას არ შევიცვლი, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ განუცხადა.

როგორც ნოზაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით მერყეობა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი ჩემთვის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა უმრავლესობაში. მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღევანდელი შეხვედრა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია, პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი.

არ ჩავარდება. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, თუ ჩავარდა, მაშინ არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.