სიმონ მინიოლე „ლივერპულიდან“ ბელგიაში დაბრუნდა
სიმონ მინიოლე „ლივერპულიდან“ ბელგიაში დაბრუნდა

გოლკიპერი სიმონ მინიოლე „ლივერპულიდან“ ბელგიურ „ბრიუგეში“ გადავიდა, მერსისაიდელებმა კი მის შემცვლელად „ვესტ ჰემის“ ესპანელი მეკარე ადრიანი გადაიბირეს.

ბელგიელმა მინიოლემ, რომელმაც „ბრიუგეში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, „ენფილდზე“ ექვსი სეზონი გაატარა და 204 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოგვიანებით, ლორის კარიუსთან, შემდეგ კი ალისონ ბეკერთან კონკურენციას ვერ გაუძლო და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.

„ბრიუგემ“ ფეხბურთელში 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.