სიმონ კიაერი იმუქრება - ოსიმენი ვერაფერს შეცვლის, „ნაპოლი“ ორჯერ დავამარცხეთ, ჩვენ „მილანი“ ვართ #1TVSPORT 
სიმონ კიაერი იმუქრება - ოსიმენი ვერაფერს შეცვლის, „ნაპოლი“ ორჯერ დავამარცხეთ, ჩვენ „მილანი“ ვართ #1TVSPORT 

„მილანის“ მცველს, სიმონ კიაერს არ აშინებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ვიქტორ ოსმენის მოედანზე დაბრუნება და ამბობს, რომ „სტადიო მარადონაზე“ ნაპოლისთან გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ძალიან მოტივირებული ვარ ამ ტიპის მატჩებში. ასეთ დროს მნიშვნელოვანი გუნდური ერთიანობა და რთულ ვითარებებთან გამკლავების უნარია. „მილანის“ დაცვითი სტრატეგია დიდად არ შეიცვლება. ჩვენი ტაქტიკის და წარმატების საფუძვლები იგივე რჩება, რაც აქამდე იყო – ყველა თავს ვიცავთ და ყველა ვუტევთ.

რას შეცვლის მოედანზე ოსიმენის გამოჩენა? ოსიმენი შესანიშნავი თვისებების მქონე მოთამაშეა, ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია. ის ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ და მიუხედავად მისი დიდი კლასისა, ბევრს ვერაფერს შეცვლის.

მე მჯერა „მილანის“ და ხაზგასმით ვიტყვი, რომ გუნდი კარგად მოემზადა „ნაპოლისთან“ შესახვედრად, რომელიც ძლიერი გუნდია, მაგრამ წელს ორივე თამაში მოვუგეთ. „ნაპოლი“ შეცვლის ტაქტიკას და სახლში კიდევ უფრო აგრესიული იქნება, მაგრამ „მილანს“ აქვს ხასიათი და გამბედაობა, ასეთი მატჩები რომ მოვიგოთ“, – ამბობს სიმონ კიაერი.