სიმეონეს კორონავირუსი აღმოაჩნდა
სიმეონეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

„კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ამის შესახებ იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟმა COVID-19-ზე დადებითი ტესტი სამშაბათს ჩააბარა და ის დაუყოვნებლივ იზოლაციაში გაუშვეს. „კალიარიში“ დაინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე სეზონში უმცროსმა სიმეონემ სერია A-ში რვა მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი