სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
სიმეონემ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან. ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. სიმეონესთან ერთად, კონტრაქტები გააგრძელეს მისმა ასისტენტებმაც.

სიმეონე „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან მუშაობს და ყველაზე წარმატებული მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა რვა ტიტული მოიგეს და 316 მატჩში გაიმარჯვეს.

„ატლეტიკო“ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია.