სიმეონე „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
სიმეონე „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის, „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, – იუწყება AS.

გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტის განახლებული კონტრაქტი ძალაში 2024 წლის ივნისამდე იქნება. აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ხელშეკრულება ოფიციალურად ახლო მომავალში გაფორმდება. სიმეონეს მიმდინარე კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან კი 2022 წელს იწურება.

დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან უდგას სათავეში. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ორჯერ იზიმეს ესპანეთის ჩემპიონობა, მოიგეს ესპანეთის თასი და სუპერთასი, ორჯერ გაიმარჯვეს ევროპის ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.

დატოვე კომენტარი