სიმეონე ატლეტიკოსტან კონტრაქტს ახანგრძლივებს
სიმეონე ატლეტიკოსტან კონტრაქტს ახანგრძლივებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელი ესპანურ გუნდს 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

სიმეონე „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2011 წელს დაინიშნა. მადრიდელებთან ერთად მან 7 ტიტული მოიპოვა. ამასთან გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

არგენტინელი სპეცილისტის დისა და აგენტის ნატალია სიმეონეს განცხადებით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას კლუბის ხელმძღვანელობასთან და ახალი კონტრაქტის თანახმად, დიეგო სიმეონე გაზრდილ ხელფასს მიიღებს.

„ატლეტიკოს“ მწვრთნელს უკვე არსებული კონტრაქტითაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს მსოფლიოში.

ამ ეტაპზე „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება.