სიმბოლურის პრივატიზაცია ქართულად - ერთა ლიგაზე ათი ქართველი დაასახელეს
სიმბოლურის პრივატიზაცია ქართულად - ერთა ლიგაზე ათი ქართველი დაასახელეს

საერთაშორისო სტატისტიკურმა ვებგვერდმა, whoscored.com-მა ერთა ლიგის ყველა ჯგუფის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, საუკეთესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

შეიძლება ითქვას, რომ D ლიგის პირველ ჯგუფში, სიმბოლურ ნაკრებს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პრივატიზაცია ჩაუტარა – 11 პოზიციიდან ათში საუკეთესო მაჩვენებლები ქართველ მოთამაშეებს აღმოაჩნდათ!

მეკარე: გიორგი ლორია – 7.1 ქულა (საშუალოდ თამაშში).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (7.4), საბა კვერკველია (7.5), გურამ კაშია (7.5), გიორგი ნავალოვსკი (7.4).

ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე (7.4), ნიკა კვეკვესკირი (7.4), ჯაბა კანკავა (7.8), ვაკო ყაზაიშვილი (7.6).

თავდასხმა: ნიკა კაჭარავაა (6.4), დენის რაკელსი (ლატვია, 6.5).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში სამიდან სამი მატჩი მოიგო და 9 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, როდესაც ყაზახეთმა, ლატვიამ და ანდორამ მხოლოდ 2-2 ქულა მოიპოვეს.

აქვე ვიტყვით, რომ whoscored.com-ის მონაცემებით, D ლიგის პირველი ჯგუფის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების რვა წევრი მოხვდა, საუკეთესო კი ჯაბა კანკავაა ( საშუალოდ თამაშში 7.83 ქულა).