სიმბოლური საჩუქარი დებიუტანტს - გოჩოლეიშვილმა ნაკრებში პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
სიმბოლური საჩუქარი დებიუტანტს - გოჩოლეიშვილმა ნაკრებში პირველად ივარჯიშა #1TVSPORT

„საბურთალოს“ ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ქვეყნის პირველ გუნდში სადებიუტო ვარჯიში გამართა და მას ეროვნული ნაკრების ახალწვეულისთვის განკუთვნილი სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

„მომავალში ყოველთვის დაგვჭირდება ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება, თუმცა ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი დონე აქვთ და შეუძლიათ ნაკრებისთვის კარგი სიახლის მიცემა. გოჩოლეიშვილის და საზონოვის სახით ორი დებიუტანტი გვყავს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

გიორგი გოჩოლეიშვილს დონეცკის „შახტარი“ იწვევს და დიდია ალბათობა, „საბურთალოს“ მოთამაშემ კარიერა უკრაინულ გრანდში გააგრძელოს – 21 წლის მცველით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიაც“ დაინტერესდა და ბუნდესლიგის ფრანკფურტის „აინტრახტიც“, მაგრამ „შახტარის“ შეთავაზება რეალური და კონკრეტული იყო.

17 ნოემბერს მაროკოსთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისთვის ვილი სანიოლმა გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია. სავარაუდოდ, „შახტართან“ კონტრაქტი ამ შეხვედრის შემდეგ გაფორმდება.