სილვიო ბერლუსკონიმ კორონავირუსთან ბრძოლას 10 მილიონი ევრო შესწირა
სილვიო ბერლუსკონიმ კორონავირუსთან ბრძოლას 10 მილიონი ევრო შესწირა

„მილანის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და იტალიის ექს-პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ 10 მილიონი ევრო შესწირა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას.

საფეხბურთო ფუნქციონერმა თანხა გადაურიცხა ლომბარდიას რეგიონს ინტენსიური თერაპიის 400 ახალი დროებითი განყოფილების შესაქმნელად. ლომბარდია მიჩნეულია ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრად.

იტალიაში კორონავირუსით 2100 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. 1851 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

83 წლის ბერლუსკონი, ამჟამად, სერია C-ში მოთამაშეს „მონცას“ ხელმძღვანელობს.