სილესენი ზაფხულში „ვალენსიას“ დატოვებს
სილესენი ზაფხულში „ვალენსიას“ დატოვებს

„ვალენსიამ“ შესაძლოა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს ნიდერლანდელი მეკარე იესპერ სილესენი.

ესპანური პრესის ცნობით, კლუბი აპირებს მაქსიმალურად შეკვეცოს სახელფასო ბიუჯეტი, სილესენის ხელფასი კი საკმაოდ მაღალია – 11 მილიონი ევრო წელიწადში, რაც მთლიანი გუნდური სახელფასო ბიუჯეტის შვიდ პროცენტს შეადგენს.

ფეხბურთელის აყვანით შეიძლება დაინტერესებული იყოს მისი ყოფილი კლუბი „აიაქსი“, აგრეთვე, მთელი რიგი იტალიური გუნდები. „ვალენსია“ სილესენის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს. 31 წლის მეკარე ესპანურმა კლუბმა 2019 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

ამ სეზონში სილესენმა 22 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაუშვა, ოთხ მატჩში კი „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.