სილესენი კარში დაბრუნდა, მაგრამ „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის #1TVSPORT
სილესენი კარში დაბრუნდა, მაგრამ „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის #1TVSPORT

დარიო ასის“ მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, „მესტალიელები“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებენ.

სილესენი ექვსი ტურის შემდეგ „ვალენსიას“ კარში დაბრუნდა. მეკარემ სტატუსი ტრავმისა და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ, ბორდალასმა მისცა მას შესაძლებლობა, რომელსაც ელოდა და მან ეს ნდობა გაამართლა. სწორედ მისმა თამაშმა მისცა საშუალება „მესტალიელებს“, რომ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ღირებული ფრე შეენარჩუნებინათ. მატჩის მიწურულს მან გუნდი უილიამსის მეორეში დარტყმისგან გადაარჩინა. ეს ბორდალასმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა“, – წერს „დარიო ასი“.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ სილესენი „ვალენსიას“ კარში დაბრუნდა, მაგრამ მამარდაშვილი გუნდს არ დატოვებს – პირიქით, გუნდი მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე მუშაობას ასრულებს.

„სკამზე გადანაცვლება სასიამოვნო არასოდეს და არავისთვის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავს შემადგენლობის მეკარედ არ მიიჩნევდა, მან ექვსი შეხვედრაში ჩაატარა და ცხოვრობს ოცნებით, რომ დიდ დონეზე ითამაშოს. თუმცა, ეს მორალური დარტყმა ცუდად არ მიიღო. და კიდევ – „ვალენსიამ“ ბოლო საათებში გაააქტიურა მოლაპარაკებები მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვაზე და ფეხბურთელის აგენტებიც ვალენსიაში იმყოფებიან. „მესტალიელები“ შეუთანხმდნენ „დინამო თბილისს“, რომ იანვარში ტრანსფერის გამოსყიდვა 700,000 ათას ევროდ დაუჯდებათ. ახალი კონტრაქტის გაფორმება გიორგის დასაბევებლად არის საჭირო“, – ამტკიცებს „დარიო ასი“.