სიხარულიძე ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო შემტევია
სიხარულიძე ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო შემტევია

გოლი+პასის სისტემით 32-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო შემტევი ირაკლი სიხარულიძეა.

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა, რამაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასვლის საშუალება მისცა. მას მხოლოდ გორის „დილას“ თავდასხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა აჯობა, რომლის ანგარიშზეც 10 გოლია.

თუმცა, საგოლე გადაცემებით სიხარულიძემ უკრაინელ ლეგიონერს გაასწრო, რადგან 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჯამში 13 ქულა დააგროვა და ერთი ქულით აჯობა კონკურენტს. სიხარულიძე იყო „ლოკომოტივის“ ევროსეზონის გმირიც – მან კრაიოვას „უნივერსიტატეას“ კარის აღებაც შეძლო და მოსკოვის „დინამოსაც“ გაუტანა.

„დინამო თბილისის“ შემტევმა ნოდარ ქავთარაძემ 10 ქულა დააგროვა, იმდენივე, რაც ბათუმის „დინამოს“ შემტევ ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა. მესამე ადგილზე ნოდარ ქავთარაძე გავიდა, რადგან მან 14 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჯიღაურმა – 18 მატჩი.

სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე

1. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 13 ქულა ( 9 გოლი+4 პასი)

2. მიკოლა კოვტალიუკი, დილა 12 (10 გოლი+2 პასი)

3. ნოდარ ქავთარაძე, დინამო თბ 10 (8 გოლი+2 პასი)

4. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 10 (8 გოლი+2 პასი)

5. გიორგი ფანცულაია, ტორპედო 8 (7 გოლი+1 პასი (17 მატჩი))

7. ნუგზარ სპანდერაშვილი, დილა 8 (6 გოლი+2 პასი (18 მატჩი))