„სიკეთე გადამდებია“ - საქველმოქმედო აქციას „შუქურა“ შეუერთდა
„სიკეთე გადამდებია“ - საქველმოქმედო აქციას „შუქურა“ შეუერთდა

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელები, გუნდის და ქალაქის ხელმძღვანელები შეუერთდნენ აქციას „სიკეთე გადამდებია“ და თანამოქალაქეებს დაეხმარნენ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სოციალურ კამპანიაში ქობულეთის „შუქურა“ ჩაერთო. ოჯახებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, შესაბამისი სასურსათო კალათები მოვუმზადეთ. აქციაში მონაწილეობა ქალაქის მერმა მოადგილეებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო“, – წერია ქობულეთის „შუქურას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ქობულეთის გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეა. წლევანდელი სეზონი „შუქურამ“ მშვენივრად დაიწყო – 2 ტურში მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და გათამაშებას ლიდერობდა. თუმცა, „შუქურამ“, ისევე როგორც ყველა ქართულმა და ევროპულმა გუნდმა, ვარჯიში შეაჩერა და საფეხბურთო სეზონის განახლებას ელის.

დატოვე კომენტარი