სიეტლში სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
სიეტლში სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

სიეტლში სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სიეტლის პოლიციის უფროსის, კარმენ ბესტის განცხადებით, სროლა „მაკდონალდსის“ რესტორნის გარეთ მოხდა. მისი თქმით, ინციდენტი კამათით დაიწყო, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ცეცხლი რამდენიმე პირმა გახსნა, რომლებიც შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიცია თვითმხილველებს მათ მოძებნაში დასახმარებლად ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

გარდაცვლილი 40-50 წლის ასაკის ქალია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ცხრა წლის ბავშვია.