სიეტლში აქციის მონაწილეებმა ცრემლსადენი გაზისგან თავის დასაცავად ქოლგები გამოიყენეს [ვიდეო]

სიეტლში აქციის მონაწილეებმა ცრემლსადენი გაზისგან თავის დასაცავად ქოლგები გამოიყენეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ათასობით მოქალაქე პოლიციის კორდონის წინაშე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდა. პოლიციამ მოსახლეობის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.

მოქალაქეები პოლიციელებს შეძახილებით მოუწოდებდნენ, აღარ გამოეყენებინათ ცრემლსადენი გაზი. მოქალაქეები ქიმიური გაზისგან თავს დასაცავად ქოლგებს იყენებდნენ.

სიეტლში უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც მერმა, ჯენი დურკანმა შაბათამდე გაახანგრძლივა.

დატოვე კომენტარი