„სიეტლი“ ამერიკისა და კანადის ჩემპიონია
„სიეტლი“ ამერიკისა და კანადის ჩემპიონია
Major League Soccer – ის ფინალში ერთმანეთს „სიეტლ საუნდერსი“ და „ტორონტო“ დაუპირისპირდნენ.
თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და „სიეტლმა“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 3:1.
გოლები მასპინძელთა გუნდიდან კელვინ ლერდამმა (57-ე წუთზე), ვიქტორ როდრიგესმა (77-ე წუთზე) და რაულ რუიდიასმა (90-ე წუთზე)გაიტანეს.
„ტორონტოს“ ფეხბურთელებიდან ერთადერთი ბურთი თამაშის მიწურულს (90+3 წუთზე) ჯოზი ალტიდორმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „სიეტლმა“ Major League Soccer – ის თასი მეორედ მოიპოვა.