„სიენენი“ - მაიამიში ათობით ათასმა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა
„სიენენი“ - მაიამიში ათობით ათასმა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა

„სიენენის“ ცნობით, მაიამიში ათობით ათასმა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მაიამის მერმა, კარლოს გიმენეზმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მაიამის მოქალაქეებს ანტისხეულების ტესტი ჩაუტარდა. კვლევაში 1 800 მოქალაქე მონაწილეობდა

კვლევის თანახმად, ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქეების ექვს პროცენტს ანტისხეულები აღმოაჩნდა. როგორც მაიამის მერი აცხადებს, ტესტის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ მაიამის 165 000-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“ უკვე გადაიტანა.

ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, მაიამიში კორონავირუსი 10 701 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა, ახალი კვლევის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი 16-ჯერ მეტი იყოს.

„ასიმპტომური ინფიცირებულების გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიმენეზმა.