„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებისთვის პუტინის პრესკონფერენციის მიმდინარეობა გასაკვირი არ ყოფილა
„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებისთვის პუტინის პრესკონფერენციის მიმდინარეობა გასაკვირი არ ყოფილა

თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ უკვირთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ეჭვიანი, უარყოფაზე დაფუძნებული პრესკონფერენცია და აღნიშნეს, რომ მისი რიტორიკა უცვლელია, მაშინ, როდესაც მასზე ზეწოლას ახორციელებენ კიბერდანაშაულების, ადამიანის უფლებებისა და უკრაინის საკითხებზე, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ შედიოდა იმ ტიპის დიალოგში, რომელშიც იცოდა, რომ პუტინის რიტორიკას, მით უფრო მის ქცევას შეცვლიდა, – ამბობენ თეთრი სახლის წარმომადგენლები. მათი თქმით, ყურადღებით უყურეს პუტინის პრესკონფერენციას და გაითვალისწინეს ის მომენტები, სადაც ბაიდენს პასუხის გაცემა დასჭირდებოდა რუსი კოლეგის საუბარზე.