„სიენენი“ - უკრაინა აშშ-ს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებისთვის კასეტური ქობინების მიწოდებას სთხოვს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს
„სიენენი“ - უკრაინა აშშ-ს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებისთვის კასეტური ქობინების მიწოდებას სთხოვს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს

უკრაინა აშშ-ს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებისთვის კასეტური ქობინების მიწოდებას სთხოვს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც „სიენენი“ წერს, კიევი, უკვე თვეებია, ამ აღჭურვილობის გადაცემას ითხოვს, ვაშინგტონი კი არ გამორიცხავს მათ მიწოდებას, თუმცა ამას უკიდურეს ზომად მიიჩნევს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ უკრაინული მარაგები ამოიწურება. ამასთან, სხვა ქვეყნისთვის კასეტური ქობინების გადაცემა კონგრესის დადგენილებით არის შეზღუდული.

აღსანიშნავია, რომ კასეტური იარაღი 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია, თუმცა ამ კონვენციას არ შეერთებია არც უკრაინა, არც აშშ და არც რუსეთი.