„სიენენი“ - „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ავღანეთში ბრუნდება
„სიენენი“ - „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ავღანეთში ბრუნდება

„სიენენის“ ცნობით, „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი მულა ბარადარი ავღანეთში ბრუნდება.

მედიის ცნობით, მულა ბარადარი, „თალიბანის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად, დოჰადან ავღანეთის პროვინცია ყანდაარში ბრუნდება. ბარადარი ავღანეთში 20 წელია, არ ყოფილა. ის ამჟამად „თალიბანის“ პოლიტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობს.

მულა ბარადარი 2010 წელს დააკავეს პაკისტანში დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად. ის 2018 წელს გაათავისუფლეს, როდესაც აშშ-მა ავღანეთის დატოვების მცდელობა გაააქტიურა.

გასულ წელს, ბარადარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების დროს, „თალიბანის“ წარმომადგენლობას მეთაურობდა.