„სიენენი“ - ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება
„სიენენი“ - ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი „ახლა არ არის კარგი იდეა.“ თავად პელოსიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, მაგრამ უარი თქვა მოგზაურობის რაიმე გეგმის განხილვაზე უსაფრთხოების მოტივით.

„მე ვფიქრობ, რასაც პრეზიდენტი ამბობდა, არის ის, რომ შესაძლოა, სამხედროებს ეშინოდათ ჩემი თვითმფრინავის ჩამოგდების ან მსგავსი რამის. ზუსტად არ ვიცი“, – თქვა ნენსი პელოსიმ.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ჩინეთს შეუძლია, შეეცადოს არასაფრენი ზონის გამოცხადებას ტაივანზე, რათა შეაჩეროს შესაძლო მოგზაურობა.

„ჩინეთი უპრეცედენტო საპასუხო ზომებით უპასუხებს – ყველაზე ძლიერით, რაც მან ოდესმე მიიღო ტაივანის სრუტის კრიზისის შემდეგ. პელოსი ვიზიტს თუ განახორციელებს, აშშ-ი აუცილებლად მოემზადება სამხედრო პასუხის გასაცემად ჩინეთის შესაძლო სამხედრო პასუხზე. ჩინეთსა და აშშ-ს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იქნება“, – განაცხადა ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ში ინჰონმა.

ტაივანს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და თვითმმართველი კუნძულისთვის აღმოჩენილ აშშ-ის მხარდაჭერას მუდმივად აპროტესტებს.