„სიენენი“ – კატარელმა და ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა „ჰამასს“ გააცნეს

02:04, 30.09.2025

კატარელმა და ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა „ჰამასს“ გააცნეს. ამის შესახებ „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

როგორც „სიენენთან“ საუბრისას წყარომ განაცხადა, კატარის პრემიერ-მინისტრმა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა პირადად აცნობეს „ჰამასს“ 20-პუნქტიანი გეგმის შესახებ.

„ჰამასის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ გეგმას კეთილსინდისიერად და უპასუხებენ“, – განაცხადა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა დღეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

მსგავსი