„სიენენი“ - კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსის შემთხვევების ერთი მესამედი ეკლესიებთან არის დაკავშირებული
„სიენენი“ - კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსის შემთხვევების ერთი მესამედი ეკლესიებთან არის დაკავშირებული

კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსის შემთხვევების ერთი მესამედი ეკლესიებთან არის დაკავშირებული, – ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სოციალური დისტანციის დაცვა მუშაობს. ჩვენ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გავრცელების შემცირებას, ჩვენი საავადმყოფოები გადაივსება“, – განაცხადა ექიმმა პიტერ ბეილსონმა.