„სიენენი“ – ირანის პარლამენტის სპიკერი „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების ჯგუფს შეხვდა და განაცხადა, რომ ლიბანისა და „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ქვეყნისთვის „წითელი ხაზია“

22:43, 05.07.2026

ირანის პარლამენტის სპიკერი და აშშ-თან ირანის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების ჯგუფს, მათ შორის მოჰამედ ფენიშს შეხვდა და განაცხადა, რომ ლიბანისა და „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ქვეყნისთვის „წითელი ხაზია“. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჯგუფი ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ როლი ბოლო ომში „ისტორიული გარდამტეხი მომენტი“ იყო, რომელმაც, მისივე თქმით, ირანსა და მასთან მოკავშირე წინააღმდეგობის ჯგუფებს შორის მჭიდრო კავშირები წარმოაჩინა. ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების, „განსაკუთრებით კი „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა“, კვლავ „ისლამურ და რევოლუციურ მოვალეობად“ რჩება.

ამასთან, მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ირანმა შეინარჩუნა ფუნდამენტური პოზიციები და „ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი არის წინააღმდეგობის ფრონტისა და ლიბანის საკითხი“.

მსგავსი