„სიენენი“ - ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი თავად განსაზღვრავს ომის დასრულების დროს და მზადაა, შეტევითი ოპერაციები ხანგრძლივად განაგრძოს
„სიენენი“ - ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი თავად განსაზღვრავს ომის დასრულების დროს და მზადაა, შეტევითი ოპერაციები ხანგრძლივად განაგრძოს

ირანის უსაფრთხოების სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ თეირანი თავად განსაზღვრავს ომის დასრულების დროს და მზადაა, შეტევითი ოპერაციები ხანგრძლივად განაგრძოს.

მაღალჩინოსნის თქმით, შეერთებული შტატების მხრიდან არსებული პროგნოზები ომის რამდენიმე დღეში დასრულების შესახებ არასწორი და არარეალისტურია.

„ეს ჩვენი ომია და არ შევწყვეტთ თავდაცვას, ვიდრე ტრამპსა და ნეთანიაჰუს ისტორიულ გაკვეთილს არ ვასწავლით“, – განუცხადა წყარომ „სიენენს“.

ირანის უსაფრთხოების სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სარაკეტო შეიარაღება გრძელვადიანი ოპერაციებისთვის მზადაა.