„სიენენი“ - დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსახილველად 2 დეკემბერს თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს
„სიენენი“ - დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსახილველად 2 დეკემბერს თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსახილველად 2 დეკემბერს თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრას, სავარაუდოდ, კაბინეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ძირითადი წევრები, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი დაესწრებიან.

გავრცელებული ცნობით, კაბინეტის წევრებსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის მიზანი ადმინისტრაციის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის კამპანიის გაძლიერების ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების განხილვაა.