„სიენენი“ - აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო
„სიენენი“ - აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

როგორც „სიენენი“ წერს, ქვეყნის მასშტაბით უკვე ათვისებულია 92 მილიონი დოზა ვაქცინა. მათ შორის, ორივე ინექცია უკვე მიღებული აქვს 30 მილიონზე მეტი მოქალაქეს. ვაქცინას დღეში საშუალოდ ორ მილიონამდე ადამიანი იღებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი საინაუგურაციო დაპირება პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი დოზა ვაქცინის ათვისება იყო.