„სიენენი“ – აშშ-მა უარი თქვა, ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ განცხადებაზე, რომლითაც უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა

10:54, 16.04.2025

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა, ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, – ამის შესახებ „სიენენი“ კანადის მთავრობის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ამ მომენტში, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა უარი განაცხადა უკრაინის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები დაეთანხმნენ“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სიენენს“ განუცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს ამ საკითხზე.

მანამდე „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ განცხადების მხარდაჭერაზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ სუმიზე, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ეს ზიანს მიაყენებდა მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.

მსგავსი